"ტიტუშკებმა" ზვიად რატიანი სცემეს

12.12.24 21:12
"ტიტუშკებმა" ზვიად რატიანი სცემეს

ე.წ. ტიტუშკებმა ქართველი პოეტი ზვიად რატიანი სეცმეს - ინფორმაციას მისი მეგობრები ავრცელებენ. 

როგორც კომპოზიტორმა არჩილ გიორგობიანმა "ტვ პირველს" უთხრა, პოეტს თავს საკუთარ სახლთან დაესხნენ.

შეგახსენებთ, რომ პოეტმა ზვიად რატიანმა წინასწარი დაკავების იზოლატორი რამდენიმე დღის წინ დატოვა. ის 29 ნოემბერს აქციაზე დააკავეს. 

მალევე სოციალურ ქსელში ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც მოჩანს, როგორ შეითრია ჭიჭინაძის ქუჩაზე მდგარმა სპეცრაზმმა აქციის მონაწილე კაცი, რომელსაც სტაფილოსფერ ქურთუკში ეცვა. 

კადრებში ჩანს,  როგორ ეცემა დაკავებული, შემდეგ კი იკარგება რობოკოპებს შორის. ცემას "ხარებას" დანაყოფი რამდენიმე წუთის განმავლობაში აგრძელებს. 

 სტაფილოსფერქურთუკიან კაცში ოჯახმა და მეგობრებმა ზვიად რატიანი ამოიცნეს. მოგვიანებით, ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ პოეტმა თავადც ისაუბრა. 

მსგავსი სიახლეები