საქართველო არის ევროპა, საქართველო არ არის რუსეთი - ევროპარლამენტარები რუსთაველის გამზირზე არიან
საქართველო არის ევროპა, საქართველო არ არის რუსეთი - ამ სათქმელით მიდნენ ევროპარლამენტარები რუსთაველის გამზირზე. 7 კაციანმა დელეგაციამ მსვლელობა სასტუმრო "სტამბიდან" დაიწყო.
ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ "ტვ პირველთან" ინტერვიუში მშვიდობიან მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე ძალადობა დაგმო და დედაქალაქის ცენტრში შეკრებილებს სოლიდარობა გამოუცხადა. "ჩვენ გვესმის რასაც გვეუბნებით"- ამბობს ევროპარლამენტარი.
ევროპარლამენტარი ტობიას კრემარიც მათ შორისაა, ვინც მსვლელობით აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მიემართება. "უნდა მოვუსმინო ხალხს"- ამბობს ის.
რაც შეეხება რასა იუკნევიჩიანეს, რომელიც დელეგაციის ხელმძღვანელია, მისი თქმით, კრიზისიდან გამოსავალი, ახალი არჩევნებია.
ევროპარლამენტარმა ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირებაზე ისაუბრა.
ევროდეპუტატებს დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. საქართველოს მოქალაქეებს.
"სანქცია ივანიშვილს" - სკანდირებდნენ მოქაალქეები.
ევროპარლამენტარების დელეგაციამ 12 დეკემბერს დახურული შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, ოპოზიციურ კოალიციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიის წარმომადგენლებთან.
ევროპარლამენტარებმა ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს, ვინაიდან ოქტომბრის არჩევნები, მათი თქმით, არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP); მიჰალ შჩერბა, პოლონეთი, ევროპის სახალხო პარტია (EPP); ნატალი ლუაზო, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe); ბერნარ გეტა, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe); ტობიას კრემერი, გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი; რაინიე ვან ლანშოტი, ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი.