შავი ზღვის უნივერსიტეტი 18 დეკემბრის ჩათვლით სასწავლო პროცესს აჩერებს
შავი ზღვის უნივერსიტეტმა (IBSU) სასწავლო პროცესი 18 დეკემბრის ჩათვლით შეაჩერა, - გადაწყვეტილება უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ სტუდენტთა მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ განიხილა სტუდენტთა მოთხოვნა და სასწავლო პროცესი შეაჩერა 12 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით.
სასწავლო პროცესი განახლდება 19 დეკემბერს.
ამასთან, გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას”, - წერია სტუდენტებისთვის მიწერილ წერილში.