იუკნევიჩიანე: ხალხი ქუჩაში არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ევროპული კონტინენტის თავისუფლებისთვის იბრძვის
ახლანდელი რეჟიმი შეუსაბამოა, ასე რომ, ახალი არჩევნების გარეშე შეუძლებელი იქნება ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნება - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მედიას განუცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის წევრები, ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციას მიჰყვებიან.
იუკნევიჩიანეს განცხადებით, ხალხი ქუჩაში არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ევროპული კონტინენტის თავისუფლებისთვის იბრძვის:
აქ ვართ ფაქტების დადგენის მისიით, ასევე, იმ ხალხთან სალაპარაკოდ, რომლებიც ქუჩაში არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ მთლიანად ევროპული კონტინენტის თავისუფლებისთვის იბრძვიან. ვინაიდან, ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ასევე, გვაქვს მოლდოვა, რუმინეთი, სადაც იგივე სცენარია. ასევე, უკრაინელები, რომლებიც იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის. რაც ევროკავშირმა უნდა გააკეთოს - მხარი დაუჭიროს ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლს და არ ეშინოდეს, უპირველეს ყოვლისა, პუტინის რეჟიმის დამარცხების, ვინაიდან, ყველაფერი ამ კონკრეტული ცენტრიდან მოდის.
აქ ვართ არა მხოლოდ სოლიდარობის გამოსახატად, ჩვენთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად, ასევე ჩვენი ინსტიტუტებისთვის ბიძგის მისაცემად - ევროკომისიისთვის ან ევროპული საბჭოსთვის - ძალიან ნათელი მესიჯის გასაგზავნად არსებული ვითარების შესახებ, რათა ვუბიძგოთ მათ მოქმედებისკენ, რათა არა მხოლოდ ისაუბრონ, არამედ იმოქმედონ კიდევაც”, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.
ფოტო: პუბლიკა