"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტს გათბობა გამოურთო

13.12.24 00:25
"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტს გათბობა გამოურთო

პრეზიდენტის სასახლეში გათბობა გამორთეს - ინფორმაცია ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა გაავრცელა. 

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ორბელიანის სასახლეში მხოლოდ ორი ოთახი თბება. 

მისი თქმით, პრეზიდენტი 90-იანი წლების მსგავსად გამათბობლებით სარგებლობს.

დღეს ვიყავი (ორბელიენის სასახლეში) და გათბობა აქვთ გამორთული, რამდენად მდაბიო ხალხია "ქართული ოცნება" - პრეზიდენტის სასახლეში თბება ორი ოთახი. ჩვენ სადაც შევიკრიბეთ, მერე გვითხრეს, იქ ერთი ოთახი თბება თუ ორი ოთახიო და გადაგვიყვანეს იმ ოთახში.

ეს პირველად კი არ ხდება, სხვათაშორის,  წინა შეხვედრაზე, ორი კვირის წინ, როცა ვიყავი, რატომ არის სიცივე-მეთქი, არ გვათბობენო და გამათბობლები დგას, 90-იან წლებში რომ იყო, წარმოგიდგენიათ? ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რა მდაბიო ხალხთან გვაქვს საქმე" - ამბობს ხაზარაძე "ტვ პირველის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები