"ფანარი ჩამომართვეს, კანონსაწინააღმდეგოაო" - კარდიოლოგი რამაზ ზოსიაშვილი ხელწერილით გაათავისუფლეს
კარდიოლოგი რამაზ ზოსიაშვილი, რომელიც პოლიციის სამმა ეკიპაჟმა ორთაჭალაში გააჩერა, გაჩხრიკა და განყოფილებაში გადაიყვანა, თავისუფალია - როგორც მან "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, ის პოლიციის განყოფილებაში იძულებით გადაიყვანეს, ჩამოართვეს პირადობის მოწმობა და მობილური ტელეფონი.
ცნობილი ექიმი ამბობს, რომ როგორც კი ინფორმაცია "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში გაჟღერდა, ის მალევე ხელწერილით გაუშვეს.
მეტიც, ზოსიაშვილის მონაყოლის თანახმად, იგი პატრულმა თავდაპირველად "ზედაპირულად" გაჩხრიკა, გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა მისი სანათი "კანონსაწინააღმდეგო ნივთად" მიიჩნიეს და საბოლოოდ, ახნსა-განმარტება დააწერინეს.
იძულებით გადმომიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ჩამომართვეს ტელეფონი, ადვოკატთან ვსაუბრობდი იმ მომენტში და მოვასწარი თქმა, ამ და ამ მისამართზე გადავყავარ-მეთქი. არც მეკონტაქტებოდნენ მანქანაში. გადმომიყვანეს და ადგილზე გარეგანი დათვალიერება ჩამიტარეს. ჩამსვეს მანქანაში და დაიწყეს მოძრაობა. საბოლოოდ, ახსნა-განმარტება დამაწერინეს, როგორც კი სიუჟეტი გავიდა "ტვ პირველის" მეშვეობით. დამაწერინეს, სად ვიყავი, როგორ ვიყავი. ფანარი მქონდა, პირადი მოხმარებისთვის ვსარგებლობ ხოლმე, სიბნელეში, სადარბაზოში ასასვლელად. იქაც ვანათებდი ნაძვის ხეს, ე.წ. "იოლაჩკას". ჩამომართვეს, კანონსაწინააღმდეგო ნივთიაო.
როცა ვკითხე რატომ-თქო, გადაასხვანაირეს, არ არისო, მაგრამ მაინც რაღაც ინტერესი არისო. გამოკითხის ოქმი უნდა შეგვედგინა და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ესეც არ იყო საჭირო", - ამბობს რამაზ ზოსიაშვილი.
ექიმი მის გამოკითხვაზე გადაყვანას მის აქტიურობას და პროევროპულ აქციაზე სიარულს უკავშირებს.