გახარია არის რუსეთის წარმომადგენელი საქართველოში, ივანიშვილის მიერ მართული - მამუკა ხაზარაძე
,,ლელოს" ლიდერის", მამუკა ხაზარაძის, განმარტებით, გიორგი გახარია არ რეალური ოპოზიცია, არამედ, ის არის რუსეთის წარმომადგენელი საქართველოში და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მართული ძალა.
ოპოზიციაში გახარიას არ ვგულისხმობ, გახარია არის ,,ოცნების" შემადგენელი ნაწილი, ბიძინა ივანიშვილის მართული, რუსეთის წარმომადგენელი საქართველოში. მე მასაც ვიცნობ და მის ე.წ. არგაკეთებულ საქმეებსაც. გაკეთებული ხომ არაფერი არა აქვს, მაგრამ მის არგაკეთებული საქმეების ნუსხასაც ჩამოგითვლით. რომლითაც მან დააზარალა ჩვენი ქვეყნის განვითარება. რატომ ჰგონია მას, რომ ყველაფერი დაგვავიწყდა, 6 თვეა, რაც ხელისუფლებიდან წამოვიდა და კვლავ ხელისუფლებასი დაბრუნება სურს. ჯერ კიდევ 2020 წელს კარტოფილის დარიგებით იყო დაკავებული, თავისი აქტივისტების ხელით. ადამიანი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით საუკუნის პროექტი, ანაკლიიის პორტი, გააჩერა, რომელმაც თვალები დათხარა ჩვენს ახალგაზრდებს და ამის მერე დააწინაურეს, რომელმაც პანკისში კატასტროფა მოაწყო, ადამიანი, რომლის პრემიერობის დროს მას უფლება მიენიჭა მილიარდების აღების და ერთი წლის თავზე ჩვენ შემოგვაქვს ჯანგბადი ბალონებით უცხო ქვეყნიდან, ადამიანი, რომელიც ამ სისტემის ნაწილი იყო, კითხვა მაქვს, 6 თვეში რა მოხდა?
თვალებს რომ ბავშვებს დათხრი და პრემიერად დაგნიშნავენ, ეს ფაქტი რომ არ შეგაწუხებს.
ძალიან მნიშვნელოვანია ,,ოცნებისთვის" თბილისი, გახარია ამიტომ ჰყავთ შემოყვანილი - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ტვ პირველის გადაცემა ,,პოლიტიკურ ამბებში" სტუმრობისას.