"ტელეიმედმა" უნდა იცოდეს, რომ ძალადობის წახალისება და რუსული პროპაგანდა დაუსჯელი არ დარჩება - პროდასავლური ოპოზიცია

13.12.24 12:10
"ტელეიმედმა" უნდა იცოდეს, რომ ძალადობის წახალისება და რუსული პროპაგანდა დაუსჯელი არ დარჩება - პროდასავლური ოპოზიცია

4 პროდასავლური კოალიცია ბრიტანეთში გამართულ დებატებს ემხიანება, რომელიც მათ შორის, სახელისუფლებო და პროპაგანდისტულ ტელეიმედსაც შეეხება. "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლევან ხაბეიშილმა საგანგებო ბრიფინგზე პირდაპირ თქვა, რომ "იმედი" ხელისუფლებლის სასტიკის გამართლებას ცდილობს და ამიტომ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ძალადობის წახალისება საერთაშორისო ტრიბუნაზე დაუსჯელი არ დარჩება. 

წამების, არაადამიანური მოპყრობის, ქაოსის, მთავარი გამპრავებელი( მათ ენაზე რომ ვთქვათ), არის ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც მოქმედებს ისე, როგორც რუსეთში “Russia Today”. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ დიდ ბრიტანეთში დაიწყო გამოძიება ამ პროპაგანდისტული არხის წინააღმდეგ. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, როცა თავპირს ალეწავენ ახალგაზრდებს, როცა 19-21 წლის ბიჭებს უშვებენ ციხეში, ამ ყველაფერს „აპრავებს“ შემდეგ უკვე ტელეკომპანია „იმედი“.  თუ მსახიობებს იჭერენ, თუ ექიმებს აპატიმრებენ, თუ გცემენ, თავის ქალას აგხდიან, შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ მოგიყვებათ, რომ ყველაფერი არის კარგად. ამიტომ, პენსიონერების მძარცველმა რუხაძემ და ტელეკომპანია „იმედმა“ უნდა იცოდეს, რომ რუსული პროპაგანდა, ძალადობის წახალისება არ დარჩება, მათ შორის, საერთაშორისო ტრიბუნაზე დაუსჯელი, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

გახარიას გუნდის წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ივანიშილის ხელისუფლების რეპრესიული და "იმედის" პროპაგანდისტული მანქანაა სწორედ ის ორი ბერკეტი, რითაც "ოცნება" ქართველ ხალხს უპირისპირდება.   

რეპრესიული მანქანა ივანიშვილის ავტორიტარული ხელისუფლების, ისევე, როგორც პროპაგანდისტული მანქანა, არის ის ორი ძირითადი ბერკეტი, რითაც ქართველი ხალხის სუვერენულ არჩევანს უპირისპირდება ივანიშვილი და ამიტომ, მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა დაასრულა სტრატეგიული პარტნიორობის დაიალოგი, ისევე, როგორც ყველა ურთიერთობა ივანიშვილის ძალასთან, განხილვები და დებატები, რომელიც იქნება დიდ ბრიტანეთში პრორუსული პროპაგანდისტული „იმედის“ წინააღმდეგ, რომელიც იმართება დიდი ბრიტანეთიდან, კიდევ ერთი გზავნილია ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმის, რომ ტელეკომპანია „იმედი“ არის პრორუსული პროპაგანდის და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ერთ-ერთი ბერკეტი ივანიშვილის ხელში. ამიტომ, ეს არის მნიშნელოვანია განვითარება, რასაც ჩვენ აქამდე ვითხოდით და დიახ, ეს პროცესი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სანქციები ემუქრება არა მხოლოდ ივანიშვილს და მის ე.წ. სამართალდამცავებს, არამედ მათ შორის, პრორუსულ, პროპაგანდისტულ „იმედს“ და გამოძიებაც ამის დასტურია, - ამბობს აქუბარდია. 

"ოცნების" ხელისუფლების მიერ მიღებული კანონის შესახებ საუბრობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი მარიკა არევაძე. არევაძე დარწმუნებულია, რომ კანონი, რომელიც მოქალაქეების ფინანსურად დაზიანებაზეა გათვლილი, არ იმუშავებს. 

ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლება აგრძელებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ აქტიურ რეპრესიებს, დაშინებას და სასტიკი, არაადამიანური მეთოდების გამოყენებას, მათ შორის, ქუჩის მეთოდებით და ქუჩური დაჯგუფებების მეთოდებით. სისტემა მოირყა, თუმცა პროტესტის არ განელებულა, შესაბამისად, გადადიან ახალ გზაზე, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ იყოს მიღებული კანონი, რომელიც ფინანსურად დააზიანებს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა , ეს არ იმუშავებს. არალეგიტიმური ხელისუფლების და პარლამენტის მიერ მიღებული კანონი არ იმუშავებს და მას შემდგომ, რაც ახალი არჩევნებით შეიცვლება ხელისუფლება, გაგრძელდება მშვიდობიანი განვითარება საქართველოსი, - ამბობს მარიკა არევაძე. 

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, თამაზ დათუნაშვილის თქმით, საკუთარი მოქალაქეებისთვის სიმართლის დამალვა იგივე მასშტაბის დანაშაულია, რაც ადამიანების ქუჩაში ცემა, წამება და დატუსაღება. ოპოზიიცონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ დასავლელი პარტნიორები ყველა მსგავს უკანონო ქმედებას შესაბამის პასუხს გასცემენ. 


მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა 400-ზე მეტი ადამიანი სისტემურად აწამა, მას შემდეგ, რაც ასობით ადამიანი დატუსაღებულია ივანიშვილის პოლიცის მიერ და თავისი პროტესტისთვის ისჯება, ამის პარალელურად, აკეთო პროპაგანდა და დაუმალო სიმართლე საკუთარ მოქალაქეებს იმის შესახებ, თუ რა ხდება ქვეყანაში, არის იგივე მასშტაბის დანაშაული, როგორიც ადამიანების ქუჩაში ცემა, მათი უკანონო დატყვევება და მათზე ძალადობა. პროპაგანდა  და პოლიციური ძალადობა არის ის საყრდენი, რაზეც დგას ივანიშვილი და ყველას ჩვენი დასავლელი პარტნიორები შესაბამის პასუხს გასცემენ, - თქვა თამაზ დათუნაშვილმა. 
 

მსგავსი სიახლეები