არჩევნები, რომელსაც ხვალ პარლამენტში ჩაატარებენ, იქნება უკანონო და ანტიკონსტიტუციური - თინა ხიდაშელი
არჩევნები, რომელსაც ხვალ პარლამენტში ჩაატარებენ, იქნება უკანონო და ანტიკონსტიტუციური. ხაზგასმით ვამბობ, არამხოლოდ იიმიტომ რომ არალეგიტიმური პარლამენტის მხრიდან ხდება ყაველაშვილის პრეზიდენტად გამწესება, არამედ იმიტომაც, რომ კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები ირღვევა, - ამის სესახებ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ხიდაშელის თქმით, “ყველა ის მოქმედება, რაც განხორციელდება ხვალ იმ შენობაში, გამოცხადდება უკანონოდ და ძალადაკარგულად, როგორც კი ქვეყანაში დაბრუნდება მართლმსაჯულება.“
“როგორც პარლამენტის სხდომა მოიწვიეს აბსოლუტურად უკანონოდ, ზუსტად ასე, კონსტიტუციის და კანონის დადგენილი ვადებით ატარებენ საპრეზიდენტო არჩევნებს“, - თქვა ხიდაშელმა.
ვინაიდან, ხვალ თვითგამოცხადებულ პარლამენტს ჩანიშნული აქვს პრეზიდენტის დანიშვნის პროცედურა, არჩვენებს კი ეძახიან, მაგრამ სინამდვილეში დანიშვნაა. აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს, რომ მორიგ უკანონობასთან და ანტიკონსტიტუციურ ქმედებასტან გვექნება საქმე. ეს არ არის მხოლოდ იმით გამოწვეული, რომ არალეგიტიმურმა პარლამენტმა უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, ეს თავისთავად უზარმაზარი პრობლემაა, როდესაც არავის მიერ არაღიარებული, არალეგიტიმური პარლამენტი აგრძელებს უკანონო მოქმედებების სერიას.
პრეზიდენტის არჩევნებით, საქართველოს პარლამენტმა მორიგ ჯერზე დაარღვია კონსტიტუცია და საარჩევნო კანონი. კანონში ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ პრეზიდენტის არჩევისთვის არსებობდეს 30-დღიანი ვადა, რათა საარჩევნო კამპანიისთვის კანდიდატებს შესაბამისი დრო ჰქონდეთ, აწარმოონ საარჩევნო კამპანია. საარჩევნო კოდექსში არის ერთადერთი შემთხვევა, როცა განსხვავებული ვადები შეიძლება დადგინდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია ვადების დაცვა და არსებობს გამონაკლისი შემთხვევა, შესაძლოა, სხვა გრაფიკი განისაზღვროს.
პარლამენტს თავის დადგენილებაში არცერთი სიტყვით არ უთქვამს, რა ხდება ქვეყანაში ისეთი, რომ 30-დღიანი ვადის დაცვა გახდა წარმოუდგენელი და შეუძლებელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად“, - განაცხადა ხიდაშელმა.
ხვალ, 14 დეკემბერს, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის არჩევნებს ჩაატარებს, რომელშიც ერთადერთი კანდიდატი მონაწილეობს - ყოფილი ფეხბურთელი და პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი.
პრეზიდენტის არჩევნები ახალი სისტემით ტარდება. პრეზიდენტს 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია ირჩევს.
საარჩევნო კოლეგიის 211 წევრი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. პირველ ტურში კანდიდატის ასარჩევად 200 ხმოსნის მხარდაჭერაა საჭირო.