არ მინდოდა იმ ადამიანებთან ყოფნა, ვინც მელია ზვარაკად შესწირა - გრიგოლ ვაშაძე
"მესამე ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მას ნიკა მელიასთან დაპირისპირება არ აქვს, რეალურად იმ ადამიანებთან კონტაქტი არ სურდა, ვინც მელია ზვარაკად შესწირა.
მეგობრული კავშირი ნიკასთან არ გამიწყვეტია, არც ვაპირებ და ყოველთვის გამიხარდება მასთან შეხვედრა. ნიკას გარშემო რა ხდებოდა, დეტალურად ვიცოდი. აქ ნიკა არაფერ შუაშია. არ მინდოდა იმ ადამიანებთან ერთად ყოფნა, ვინც ის ზვარაკად შეწირეს. კატეგორიულად არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ რომ გამოდიხარ იბრიქები და იმას ჰპირდები, რომ ამას მოახდენ, ალყას გაუძლებ 9 თვე და შემდეგ ადამიანს ციხეში უშვებ, აი, იმ ხალხთან ყოფნა მე კატეგორიულად არ მინდოდა", - აცხადებს ვაშაძე.