რუსთაველის გამზირზე, სადაც 15 დღეა პროტესტი არ წყდება, საახალწლო ნაძვის ხეს კალაძე ხვალ აანთებს

13.12.24 13:34
რუსთაველის გამზირზე, სადაც 15 დღეა პროტესტი არ წყდება, საახალწლო ნაძვის ხეს კალაძე ხვალ აანთებს

საახალწლო ნაძვის ხის ანთებას უსაფრთხოების სამსახური გააკონტროლებს. რუსთაველის გამზირზე, სადაც უკვე 15 დღეა პროტესტი არ წყდება, შვიდობიან მოქალაქეებს კი სპეცრაზმი სასტიკად უსწორდება, კალაძე სტუმრებს ხვალ საღამოდან ელოდება. კალაძე ფიქრობს, რომ ხვალ საღამოს ყველას საზეიმო განწყობა ექნება და პროტესტისთვის აღარავინ მოიცლის. მეტიც, თბილისის მერი ფიქრობს, რომ ევროპული მომავლის მცველები აქციის გამართვას ნაძვის ხის ანთებამდე მოასწრებენ.  

ამასთან, კალაძე ამტიცებს, რომ ქვეყანაში აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცულია და პოლიციელები მოქალაქეებზე არ ძალადობენ. 

პოლიციელები, რომლებიც დგანან, იცავენ წესრიგს, არავის ხელს არ უშლიან, მიდის ადამიანების ჯგუფი, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. ახლა არ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რა სიტყვებითაც მოიხსნიებდნენ პოლიციელებს, მათ ოჯახის წევრებს. ამ ყველაფრის თავი რომ დავანებოთ, პირდაპირ ქვების სროლა, მძიმე საგნების სროლა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა, როგორ ფიქრობთ, ამას რა რეაგირება მოჰყვება? კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა. ეგ, იცით, რისი ბრალია, ზოგადად, როდესაც ეს ძალადობები ხდება? ზუსტად თქვენისთანა ადამიანების. ერთხელ არ დაგიგმიათ არცერთი ძალადობა. ძალადობა ხომ თქვენთვისაც მიუღებელია. ერთი კონკრეტული ფაქტი, რომელსაც თქვენი ტელევიზიის საშუალებით ახალისებდით. იმის მაგივრად, რომ დაგეგმოთ, გქონდათ მცდელობა, კონკრეტული ადამიანი გმირად შეგერაცხათ. პრეზიდენტი გამოვიდა და ასეთი ადამიანი შეიწყალა, - ამბობს კალაძე. 

 

მსგავსი სიახლეები