თინა ხიდაშელი ვარაუდობს, რომ აშშ-ს მიერ დასანქცირებულთა სიაში ივანიშვილიცაა

13.12.24 14:04
თინა ხიდაშელი ვარაუდობს, რომ აშშ-ს მიერ დასანქცირებულთა სიაში ივანიშვილიცაა

ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ აშშ-ს მიერ დასანქცირებულთა სიაში შს მინისტრი და სუსის უფროსიც მოხვდნენ. მისი თქმით, დიდი ალბათობით, ამ სიაშია ბიძნა ივანიშვილიც. 

ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, რომელიც 30 წელი აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი იყო და დღეს იმვაე ამერიკის მხრიდან სანქციებში ყვება. თავისთავად ის, რომ განაცხადში ჩნდებიან უკვე მინისტრები, რაც წინა შემთხვევაში არ გვქონდა. წინა შემთხვევაში საუბარი იყო იმაზე, რომ პარლამენტის წევრები და მარალი პოლიტიკური პირები იყვნენ, მაგრამ ასე მითითებული არ იყო, რა თქმა უნდა, გვაფიქრებინებს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სავარაუდოდ, საუბარია შს მინისტრზე, სუსის უფროსზე, არიან შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლები, ვინც ამ ბრძანების უშუალო შემსრულებლები არიან პოლიციის მხრიდან, ხოლო რაც შეეხება კერძო პირებს, მე ვვარაუდობ, რომ ეს კერძო პირი არის ბიძნა ივანიშვილი, - ამბობს ხიდაშელი. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა "ოცნების" 20-მდე მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.  დოკუმენტის თანახმად, საუბარი იმ პირებზე, ვინც საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაზეა პასუხისმგებელი.

სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ მკაცრად გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებულ სასტიკ ძალადობას.

 

მსგავსი სიახლეები