ანა დოლიძე: როგორც ყაბალახს ებრძოდნენ რუსი ბოქაულები, ისე დღეს აირწინაღებს ებრძვის თვითმარქვია რეჟიმი
კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ,,ქართული ოცნების” ინიციატივას ეხმაურება, რომელიც აირწინაღების აკრძალვას გულისხმობს.
დოლიძის თქმით, კანონპროექტი, რომლის ამოცანაც არის აიკრძალოს სახის დამცავი საშუალებები და ასევე აირწინაღები, არის რუსული ხელწერა.
საქართველოს პარლამენტში იხილება კანონპროექტი, რომლის ამოცანა არის აიკრძალოს სახის დამცავი საშუალებები. მათ შორის, აირწინაღების აკრძალვა, რაც არის რუსული ხელწერა. ამას ჩვენ დავუპირისპირებთ იმ ეროვნულ სამოსს, რომელიც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ გამოიყენებოდა ერთ დროს. რუსი ბოქაულებისგან საფრთხედ მიიჩნეოდა ყაბალახი, რომელიც იმ დროს ცუდი ამინდისგან დამცავი თავსაბურავი იყო. დღეს ზუსტად რუსული ხელწერის გაგრძლეებაა აირწინაღი, რომელიც ადამიანებს ჯანმრთელობის დასაცავად სჭირდებათ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.