დარწმუნებული ვარ, "ოცნების" მაღალჩინოსნების მიმართ ფინანსური სანქციებიც იქნება - ხაბეიშვილი

13.12.24 14:12
დარწმუნებული ვარ, "ოცნების" მაღალჩინოსნების მიმართ ფინანსური სანქციებიც იქნება - ხაბეიშვილი

 "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ აშშ სავიზო შეზღუდვების შემდეგ "ოცნების" მაღალჩინოსნებს ფინანსურ სანქციებსაც დაუწესებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დასავლეთის მთავარი სამიზნე ახლა ის თანამდებობის პირები არიან, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში არიან მხილებულნი. 

ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, მაღალი თანამდებობის პირები, გრიგოლ ლილუაშვილი, გომელაური - ეს ადამიანები არიან, ცხადია, პირველი სამიზნე, მათ შორის დასავლეთის, იმიტომ, რომ ეს ბანდფორმირება ივანიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოში კლავს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს თელავს ფეხქვეშ, ამიტომ შემდეგი ნაბიჯი, დარმწუნებული ვარ, იქნება ფინანსური სანქციები, რომელიც კონკრეტულად ამ მაღალი თანამდებობის პირებს და მათ გარემოცვას შეეხება, - ამბობს ხაბეიშვილი. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა "ოცნების" 20-მდე მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.  დოკუმენტის თანახმად, საუბარი იმ პირებზე, ვინც საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაზეა პასუხისმგებელი.

სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ მკაცრად გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებულ სასტიკ ძალადობას.

 

მსგავსი სიახლეები