“ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია“- ჰერჩინსკი ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა

13.12.24 14:32
“ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია“-  ჰერჩინსკი ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ევროპული ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით გაიმართა.

ინფორმაცია X-ზე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციამ გამოაქვეყნა.

მან გაიზიარა სინანული ქართული ოცნების ევროკავშირისა და მისი ღირებულებების დაშორების გამო და ხაზი გაუსვა იმ საშინელ შედეგებს, რაც მოაქვს ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობებზე", - წერია ინფორმაციაში.

როგორც შეხვედრის შემდეგ, პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ბიზნესმენები ღრმად შეშფოთებულები არიან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ბიზნესები ღრმად არიან შეშფოთებული ევროკავშირის გზიდან გადახვევით. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას დეესკალაციისა და ძალის სასტიკი და უკანონო გამოყენების შეჩერებისკენ მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, რასაც მძიმე შედეგები აქვს ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის", - თქვა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი სიახლეები