პიროტექნიკის, ნიღბებისა და ლაზერების აკრძალვას ერთპარტიულმა პარლამენტმა მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა
საპროტესტო შეკრებებზე პიროტექნიკის, ნიღბებისა და ლაზერების აკრძალვა ერთპარტიულმა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა - პაკეტს მხარი "ქართული ოცნების" 82-მა წევრმა დაუჭირა.
ცვლილებები ასევე ითვალისწინებს პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის საკითხების დარეგულირებას.
ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო პაკეტით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: იქონიონ ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი ისეთი საშუალება, რომლის "გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას" ან/და მათ სარგებლობაში არსებული ტექნიკური საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას, ასევე, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა.