სუს-ის ტერორი წინასაარჩევნოდ - ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, სიებში მყოფ ხალხს ემუქრებიან
"გირჩი- მეტი თვაისუფლებას" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, პარტიის სიებში მყოფ ხალხს ემუქრებიან. "გირჩის" მხარდამჭერებს სუსიდან ურეკავენ და "გირჩი - მეტი თავისუფლებას" სახელით არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას ურჩევენ. ჯაფარიძე ტვ პირველთან ამბობს, რომ მხოლოდ გუშინ ზეწოლის 10-მდე ფაქტი დაფიქისრდა. ჯაფარიძის თქმით, ამის გამო რამდენიმე ადამიანმა მათ სიაში ყოფნაზე უარი უკვე განაცხადა.
გუშინ დღიდან დაიწყო ჯამში სულ იყო 10-მდე შემთხვევა, როც აგვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ ემუქრებიან სხვადასხვა ტიპის პრობლემების შექმნით, მათ შორის სამსახურიდან გაშვებით, რამდენიმე იყო, რომელმაც გვთხოვა, რომ პრობლემები რომ არ შეექმნათ, სიიდან ამოვწეროთ", - ამბობს ჯაფარიძე.