ევროკავშირში საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ, შესაძლოა ახალი ზომები მიიღონ - იოზვიაკი
"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე ორშაბათს, 16 დეკემბერს იმსჯელებენ.
რიკარდ იოზვიაკის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ "ახალი ზომები მიიღონ".
ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირი აცხადებს, რომ ორშაბათს ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ და "შესაძლოა ახალი ზომები მიიღონ", - წერს იოზვიაკი.