შტატებმა "ოცნებას" სავიზო შეზღუდვები დაუწესა - დაანონსებულია უფრო მკაცრი ზომებიც
მას შემდეგ რაც დემოკრატმა სენატორმა სენტაში, პლენარულ სხდომაზე "ოცნების" დანსაქცირება მოითხოვა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ივანიშვილის გუნდის 20 წევრს საზღვარი ჩაუკეტა და სავიზო სანქციები დაუწესა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შტატებმა დაასანქცირა რეჟიმის მინისტრები. შავ სიაში მოხვდნენ პარლამენტის წევრები "ქართული ოცნებიდან", გომელაურის პოლიციის მაღალჩინოსსნები და ბიზნესი ვინც რეჟიმს აფინანსებს.
ვის დაუწესა სანქციების ბლინკენის უწყებამ უცნობია, თუმცა არსებობს ვარაუდები. სავარაუდოდ, სანქცირებულია შს მინისტრი ვასტანგ გომელაურ , მისი მოადგილეები და ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები, ვინც ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას ხელძღანელობდნენ. ეს პირები ევროკაშირის წევრი ქვეყნების სანქციების სიაში ერთი კვირის წინ მოხვდენენ.
სავიზო სანქციების სია 120 პირამდე გაიზარდა, მაგრამ ამერიკის მთავრობა ამით არ შემოიფარგლება. თეთრი სახლი ივაიშვილს რეჟიმს ფინანსურ სანქციებს უმზადებს, რომელიც, სავარაუდოდ, იქამდე გამოქვეყნდება, სანამ ტრამპის ადმინისტრაცია შეუდგება მუშაობას. თუმცა, ბაიდენის გუნდი სენატორებრებმა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. დემოკრატმა ჯინ შაჰინმა ბაიდენის გუნდს მოუწოდა, დროს ნუ კარგავს და სასწრაფოდ დაასანქციროს "ქართული ოცნების" ლიდერებეი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.