ნადირობის სეზონი ხალხზე - "ოცნებამ" უფლებამდაცველების დაპატიმრება დაიწყო

13.12.24 21:49
ნადირობის სეზონი ხალხზე - "ოცნებამ" უფლებამდაცველების დაპატიმრება დაიწყო

 

მსახიობების და ექიმების შემდეგ ნადირობის სეზონი რეჟიმმა ადვოკატებზეც გამოაცხადა. მიხეილ გაფრინდაშვილი და გუგა გუგუტიშვილი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა პირდაპირ ქუჩიდან გაიტაცეს. ადვოკატთა ასოციაციის წევრი მიხეილ გაფრინდაშვილს სახლთან ჩაუსაფრთდნენ, იზოლატორში გადაიყვანეს და იურისტს რამდენიმე საათის განმავლობაში გამომძიებლები აიძულებდნენ, დანაშაული ეღიარებინა. რომ ვერ გატეხეს, ბოლოს უთხრეს, რომ რუსთაველზე საპროტესტო აქციაზე 112-ის სამეთვალყურეო კამერას ფანარი მიანათა.

ადვოკატი გუგა გუგუტიშვილი ტაქსით დასთან ერთად მგზავრობდა, რა დროსაც გააჩერეს, გადმოსვეს და პირდაპირ იზოლატორში წაიყვანეს. გამომძიებლები ადვოკატს აიძულებდნენ, ეღიარებინა,  ვითომ პოლიციელებს არ დაემორჩილა. 

რეჟიმმა ხალხის წამების ახალი ეტაპი გუშინ დაიწყო. სამოქალაქაო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა რონდელის ფონდის მკვლევარი ჯერ ქუჩიდან გაიტაცე,ს აღიარებაზე უარის თქმის შემდეგ კი სასტიკად გაუსწორდნენ. კიდურებზე მიყენებული მძიმე დაზიანებებით ვატო ბჟალავა დიღმის იზოლატორში კაციტაძის უწყების გამომძიებლების შესვლას დღეს მთელი ითხოვდა. რონდელის ფონდის მკვლევარი პოლიციელების იდენტიფიცირებას იმ სამეთვალყურეო კამერებიდან ითხოვდა, რომლებმაც მისი უკანონო დაკავება დააფიქსირეს. 

ბვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები