ცხვირგატეხილი კასპის მერი და დაკბენილი ყოფილი მერი - დაპირისპირება "ოცნებაში"

04.09.21 11:16
ცხვირგატეხილი კასპის მერი და დაკბენილი ყოფილი მერი - დაპირისპირება "ოცნებაში"

კასპში, "ქართული ოცნების" მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტვ პირველის ინფორმაციით, ჩხუბის შედეგად კასპის მოქმედ მერს, ვახტანგ მაისურაძეს ცხვირი გაუტეხეს, ყოფილი მერს, მანუჩარ მერებაშვილი დაკბენილია.

ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება სასმელ წყალთან დაკავშირებით დაიწყო.

კასპის ყოფილი მერი, მანუჩარ მერებაშვილი ტვ პირველთან მომხდარს უარყოფს. თუმცა ფაქტს თვითმიხლველები ჰყავს.

 მანუჩარ მერებაშვილი კასპის მერის პოსტს 2020 წლის 11 მარტამდე იკავებდა.