"ქალაქის ე.წ. მერი გვიწყობს პროვოკაციას... ყველამ ვიცით, რას ემსახურება ხვალ დაგეგმილი ღონისძიება" - პრეზიდენტი

13.12.24 20:08
"ქალაქის ე.წ. მერი გვიწყობს პროვოკაციას... ყველამ ვიცით, რას ემსახურება ხვალ დაგეგმილი ღონისძიება" - პრეზიდენტი

"ქალაქის ე.წ. მერი გვიწყობს პროვოკაციას... ყველამ ვიცით, რას ემსახურება ხვალ დაგეგმილი ღონისძიება"- პრეზიდენტი კალაძეს მიმართავს და სთავაზობს ხვალინდელი ღონისძიება ორბელიანების სასახლის წინ გადაიტანოს. 

თუ პროვოკაცია არ არის, რაღა ხვალ - ამბობს ზურაბიშვილი. 

მისივე განმარტებით, თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი პარლამენტთან, პასუხისმგებლობა სწორედ დედაქალაქის მერს დაეკისრება.

დავიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო პროვოკაციით, რასაც გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, რომელმაც დაგეგმა ხვალ, 19:00 საათზე, ნაძვის ხის ანთება. ეს აშკარად პროვოკაციაა, რამეთუ ორი კვირაა იმ ადგილას, იმ დროს არის გამოხატული პროტესტი. ხვალ რადგან იმართება პარლამენტში პაროდია, რომელზედაც მერე მოგახსენებთ, იმ დღეს უფრო იქნება პროტესტი. 

იმ ადგილას ამ ღონისძიების მოწყობა ყველას კარგად გვესმის, რას ნიშნავს, რატომ არის გაკეთებული და რას ემსახურება. მე მინდა გავაფრთხილო ქალაქის მერი, რომ მისი პროვოკაცია არაფერს არ გამოიწვევს. პროტესტი არის მშვიდობიანი და თავადვე მოახერხებენ პროვოკაციის თავიდან არიდებას.

თუ პროვოკაცია არ არის, რაღა ხვალ. მოდის ბარბარობა და გადაიტანოს. მე ვთავაზობ, ორბელიანების სასახლის წინ მოიყვანოს ბავშვები და აქ მოაწყოს ის ღონისძიება, რომელსაც აპირებდა. თუ რაიმე მოხდა, პასუხისმგებლობა მთლიანად მასზე იქნება", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

მსგავსი სიახლეები