"მისასალმებელი სიგნალი" - პრეზიდენტი პოლონეთის მიერ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარისთვის მიწვევის გაუქმებაზე

13.12.24 21:30
"მისასალმებელი სიგნალი" - პრეზიდენტი პოლონეთის მიერ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარისთვის მიწვევის გაუქმებაზე

პოლონეთის მიერ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარისთვის მიწვევის გაუქმებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი  მისასალმებელ სიგნალს უწოდებს. 

"ეს არის მკაფიო გადაწყვეტილება და მისასალმებელი სიგნალი… ევროკავშირის ხმა და გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს", - წერს პრეზიდენტი X-ზე.

პოლონელმა პოლიტიკოსებმა ევროკავშირის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ლევან მახაშვილისთვის გაგზავნილი მიწვევა გააუქმეს.

აგნიესკა პომასკა პლატფორმა X-ზე წერს, რომ ტომაშ გროდცკისთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, ივანიშვილის გუნდის წევრებმა ვარშავაში, 2025 წლის 26-27 იანვარს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღონ. 

მსგავსი სიახლეები