"ბატონო პრეზიდენტო, მადლობა მხარდაჭერისთვის... ევროპა ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია" - პრეზიდენტი მაკრონს

13.12.24 21:55
"ბატონო პრეზიდენტო, მადლობა მხარდაჭერისთვის... ევროპა ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია" - პრეზიდენტი მაკრონს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ვიდეომიმართვაში გაჟღერებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ქვეყნის მთავარსარდალმა კვლავ აღნიშნა, რომ ევროპა ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია. 

ბატონო პრეზიდენტო, მადლობა მხარდაჭერისთვის. ევროპა ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია, რომელმაც "ქართული ოცნების" ლიდერებს არ მისცა მანდატი, რომ ამ არჩევანს გადაუხვიონ! გმადლობთ, ქართველი ხალხი არ შეშინდება!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქართველი ხალხისთვის ვიდეომიმართვა გაავრცელა

მსგავსი სიახლეები