Spiegel: გერმანიის მთავრობა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს მხარს უჭერს
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ევროკავშირის მხრიდან ინდივიდუალური სანქციების დაწესებას მხარს უჭერს.
SPIEGEL-ის ინფორმაციით, შესაბამის ინიციატივას ორშაბათს, 16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ.
გავლენიანი გამოცემა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანა ლიურმანი ცდილობს, ამ საკითხზე კოლეგების მხარდაჭერა მოიპოვოს.