სააკაშვილის დროს 219 ათასით შემცირდა მოსახლეობა, ჩვენ დროს 10 ათასით გაიზარდა - ღარიბაშვილი

04.09.21 12:49
სააკაშვილის დროს 219 ათასით შემცირდა მოსახლეობა, ჩვენ დროს 10 ათასით გაიზარდა - ღარიბაშვილი

"სააკაშვილის დროს 219 ათასით შემცირდა მოსახლეობა", - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა  ხონში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. "ქართული ოცნების" მიღწევებში ღარიბაშვილმა საქართველოს მოსახლეობის 10 ათასიანი ზრდა დაასახელა.

სააკაშვილის დროს, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 219 ათასი ადამიანით შემცირდა საქართველსო მოსახლეობა. ჩვენ დროს მცირედი ზრდაა და ამით სატრაბახო არაა, მაგრამ სიმართლე უნდა ვუთხრათ მათ და ჩვენს მოსახლეობას,10 ათასითაა გაზრდილი. მცირეა ეს, მაგრამ, როდესაც საუბარია უსაფუძვლო კრიტიკაზე, აუცილებელია მოვიყვანოთ ფაქტები და მოსახლეობას სიმართლე ვუთხრათ", - თქვა ღარიბაშვილმა.