მძიმე კოვიდვითარება ციხეებში - პატიმრის მშობლები ამნისტიას ითხოვენ

04.09.21 13:22
მძიმე კოვიდვითარება ციხეებში - პატიმრის მშობლები ამნისტიას ითხოვენ

მოხდეს საყოველთაო ამნისტია - პატიმრების  ოჯახის წევრები მთავრობას მძიმე კოვიდვითარების გამო მსჯავრდებულების გამოშვებას სთხოვენ. აქცია პატიმრის ოჯახის წევრებმა პარლამენტთან გამართეს.

სამართლიანად მოვითხოვთ, ამ პანდემიის დროს მოხდეს საყოველთაო ამნისტია. მე მინდა, რომ ქრონიკული ავადმყოფები გამოუშვან ციხიდან,საშიშროება ემუქრებათ უფრო მეტად", - ამბობს მსჯავრდებულის დედა.

პროტესტს ოპოზიციური პარტიების წევრებიც შეუერთდნენ. მათ შორის "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი. ნაცვლიშვილმა მთავრობას პატიმრების ინტერესების დასაცავად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვა.