საქართველოს ჰყავს არალეგიტიმურად დანიშნული პრეზიდენტი, რუსეთში დამზადებული კლონი ყაველაშვილი მედუზის IQ-ით - ფადი ასლი

14.12.24 15:33
საქართველოს ჰყავს არალეგიტიმურად დანიშნული პრეზიდენტი, რუსეთში დამზადებული კლონი ყაველაშვილი მედუზის IQ-ით - ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარე, ფადი ასლი სოციალურ ქსელში წერს, რომ  დღეს საქართველოს 2 პრეზიდენტი ჰყავს: ლეგიტიმურად არჩეული სალომე ზურაბიშვილი და არალეგიტიმურად დანიშნული, რუსეთში დამზადებული კლონი მიხეილ ყაველაშვილი მედუზის IQ-ით.

ფადი ასლი უდიპლომო ფეხბურთელს ივანიშვილის ზებრას უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ ყაველაშვილის საქართველოს დე ფაქტო პრეზიდენტად დანიშვნა ისტორიას აუცილებლად დაწერს.

დღეს საქართველოს ჰყავს ორი პრეზიდენტი: ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და არალეგიტიმურად დანიშნული, რუსეთში დამზადებული კლონი მიხეილ ყაველაშვილი მედუზის IQ-ით.

თუ კალიგულას მიერ მისი ცხენის ინციტატუსის დანიშვნა რომის სენატორად ლეგენდად დარჩება, ივანიშვილის მიერ მისი ერთ-ერთი ზებრის, ყაველაშვილის საქართველოს დე ფაქტო პრეზიდენტად დანიშვნა ისტორიას აუცილებლად დაწერს," - წერს ფადი ასლი. 

მსგავსი სიახლეები