ე.წ. არჩევნებს ბოიკოტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 7-მა დეპუტატმა გამოუცხადა

14.12.24 16:19
ე.წ. არჩევნებს ბოიკოტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 7-მა დეპუტატმა გამოუცხადა

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 7-მა დეპუტატმა გამოუცხადა.

ერთპარტიული პარლამენტის მიერ ე.წ. პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილის არჩევაზე უარი შემდეგმა დეპუტატებმა თქვეს: 

  • ეთერი ასტემიროვა
  • ზურაბ ჯგუბურია
  • გია (ელგუჯა) გვაზავა
  • ნაპოლეონ მესხია
  • თემურ მჟავია
  • რაისა ქარაია
  • ადა მარშანია

ფოტო - რადიო თავისუფლება

"ოცნებამ" პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა -  ყაველაშვილმა ერთ-კანდიდატიან არჩევნებში 225 ხმიდან 224 ხმა მიიღო. გააბათილეს ადა მარშანიას ბიულეტენი, რომელმაც ყაველაშვილს ხმა არ მისცა. 

"ქართულმა ოცნებამ" ერთკაციანი არჩევნები დილის 9 საათიდან დაიწყო. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს - ადგილზე შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტთან შავი კვამლი გაუშვეს. 

ახალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც სრულად "ქართული ოცნებისგან" იყო დაკომპლექტებული. 

მსგავსი სიახლეები