როთი: "ყაველაშვილის "არჩევა" კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში Gleichschaltung-ისკენ"
"ყაველაშვილის "არჩევა" კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში Gleichschaltung-ისკენ" - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი წერს.
ევროპელი პოლიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილის გუნდს ლიბერალური დემოკრატიის განადგურება სურს, გადატრიალებას გეგმავს და ქვეყანაში განხეთქილებას აღრმავებს.
საქართველოს ახალ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის "არჩევა" კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში ყველა საკონსტიტუციო ინსტიტუტის "Gleichschaltung"-ისკენ. მმართველი პარტია აღრმავებს საქართველოში განხეთქილებას, გეგმავს გადატრიალებას და ლიბერალური დემოკრატიის განადგურება სურს."
ცნობისთვის, გლაიხშალტუნგი (გერმ. Gleichschaltung) — ტერმინი, რომელსაც ნაციონალ-სოციალისტები იყენებდნენ გერმანიაში საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების ხელში ჩაგდების აღსანიშნავად.
შეგახსენებთ, "ოცნებამ" პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა - ყაველაშვილმა ერთ-კანდიდატიან არჩევნებში 225 ხმიდან 224 ხმა მიიღო. გააბათილეს ადა მარშანიას ბიულეტენი, რომელმაც ყაველაშვილს ხმა არ მისცა.
"ქართულმა ოცნებამ" ერთკაციანი არჩევნები დილის 9 საათიდან დაიწყო. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს - ადგილზე შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტთან შავი კვამლი გაუშვეს.
ახალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც სრულად "ქართული ოცნებისგან" იყო დაკომპლექტებული.