იუკნევიჩიენე: საქართველოში რეალური არჩევნები არ ყოფილა, იყო ფარსი - ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი პრეზიდენტი ზურაბიშვილია

14.12.24 17:14
იუკნევიჩიენე: საქართველოში რეალური არჩევნები არ ყოფილა, იყო ფარსი - ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი პრეზიდენტი ზურაბიშვილია

ერთპარტიული პარლამენტის მიერ ე.წ. პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილის არჩევას ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე "ფარსს" უწოდებს. 

ევროდეპუტატი პლატფორმა X-ზე წერს, რომ საქართველოში დღეს რეალური არჩევნები არ ჩატარებულა - "ივანიშვილი აგრძელებს სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას".

რასა იუკნევიჩიენე აღნიშნავს, რომ ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.

საქართველოში დღეს არ იყო რეალური არჩევნები. რაც მოხდა, ფარსი იყო - ისევე, როგორც რუსეთში, ბელორუსიაში და სხვა ავტოკრატიებში.

საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არჩეულია თავისუფალი არჩევნების შედეგად.

ივანიშვილი აგრძელებს სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას." - წერს რასა იუკნევიჩიენე. 

შეგახსენებთ, "ოცნებამ" პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა -  ყაველაშვილმა ერთ-კანდიდატიან არჩევნებში 225 ხმიდან 224 ხმა მიიღო. გააბათილეს ადა მარშანიას ბიულეტენი, რომელმაც ყაველაშვილს ხმა არ მისცა. 

"ქართულმა ოცნებამ" ერთკაციანი არჩევნები დილის 9 საათიდან დაიწყო. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს - ადგილზე შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტთან შავი კვამლი გაუშვეს. 

ახალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც სრულად "ქართული ოცნებისგან" იყო დაკომპლექტებული. 

მსგავსი სიახლეები