"ოცნებამ" მესამე მოსმენით "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებები მიიღო

14.12.24 17:24
"ოცნებამ" მესამე მოსმენით "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებები მიიღო

"ქართულმა ოცნებამ" მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 79 ხმით "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებები მიიღო. 

ცვლილებების მიხედვით:

  • ხელმძღვანელს, პირადი შეფასების საფუძველზე, შეუძლია საჯარო მოხელის ხელფასის 20% ნახევარი წლით დააკავოს.
  • რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულმა პირმა, შესაძლოა, სასამართლოს გზით განაცდური ვეღარ აიღოს.
  • რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული პირის საჩივრის დაკმაყოფილება არ ითვალისწინებს სამსახურში აღდგენას.
  • ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმებით, საჯარო მოხელე აღარ იქნება მუდმივი ხელშეკრულებით დასაქმებული.
  • თანამდებობის პირის ან დაწესებულების ხელმძღვანელის გადადგომამ ან გათავისუფლებამ, შესაძლოა, დასაქმებულის გათავისუფლებაც გამოიწვიოს.

მსგავსი სიახლეები