შეიკრიბა დაჯგუფება, ჩაატარა არალეგიტიმური რიტუალი და ვიღაცას მიანიჭა ტიტული - მეოთხე პრეზიდენტი

14.12.24 18:19
შეიკრიბა დაჯგუფება, ჩაატარა არალეგიტიმური რიტუალი და ვიღაცას მიანიჭა ტიტული - მეოთხე პრეზიდენტი

შეიკრიბა დაჯგუფება, ჩაატარა არალეგიტიმური რიტუალი და ვიღაცას მიანიჭა ტიტული - ასე აფასებს "ოცნების" მეირ დღეს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მეოთხე პრეზიდენტი.

გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ, დღეს არც სახელმწიფოებრივ, არც სახელისუფლებო კონტექსტში არაფერი არ მომხდარა.

მარგველაშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ მისთვის საქართველოს დღეს ერთადერთი პრეზიდენტი ჰყავს და ეს სალომე ზურაბიშვილია. 

არაფერი დღეს არ მომხდარა, არც საზოგადოებრივ პოლტიკურ, არც სახელმწიფოებრივ, არც სახელისუფლებო კონტექსტში არაფერი არ მომხდარა. იყო დაჯგუფება, უკვე "ქართულ ოცნებას" მთელი მსოფლიო დაჯგუფებადმ მოიხსენიებს, ეს დაჯგუფება შეიკრიბა, ჩაატარა არალეგიტიმური რიტუალი არალეგიტიმურ პარლამენტში, არალეგიტიმური ხმოსნებით და ვიღაცა ადამიანს რაღაცა ტიტული მიანიჭეს. სრული წარმატებით შეეძლოთ მისთვის დაერქმიათ იმპერატორი, რომის პაპი, დალაილამა, საქართველოსთვის სახელმწიფოებრივ კონტექსტში არაფერი არ მომხდარა. საქართველოს ჰყავს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ეს არის ძირითადი შეჯამება დღევანდელი დღის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

"ოცნებამ" პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა -  ყაველაშვილმა ერთ-კანდიდატიან არჩევნებში 225 ხმიდან 224 ხმა მიიღო. გააბათილეს ადა მარშანიას ბიულეტენი, რომელმაც ყაველაშვილს ხმა არ მისცა. 

"ქართულმა ოცნებამ" ერთკაციანი არჩევნები დილის 9 საათიდან დაიწყო. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს - ადგილზე შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტთან შავი კვამლი გაუშვეს. 

ახალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც სრულად "ქართული ოცნებისგან" იყო დაკომპლექტებული. 

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები თვლიან, რომ ყაველაშვილი ერთპარტიულად დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია.

ISFED-მა დაწერა, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა არაკონსტიტუციურია

მსგავსი სიახლეები