კაცი არავინ არ იყო, ჩამოვიდა მოსკოვიდან, ჩააცვეს, დაახურეს - ღარიბაშვილი გახარიაზე
"კაცი არავინ არ იყო, ჩამოვიდა მოსკოვიდან", - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიაზე ჟურნალისტებთან საუბრისას. ღარიბაშვილის თქმით, გახარია გუნდმა ჩადენილი დანაშაულების მიუხედავად, ბოლომდე დაიცვა.
კაცი არავინ არ იყო, ჩამოვიდა მოსკოვიდან. დანიშნეს ჯერ რამდენიმე ადგილას, ამხელა ნდობა მოგცეს, ამდენი რამე გასწავლეს,ჩაგაცვეს,დაგახურეს და დღეს გამოდის და ასე უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს იმ გუნდს, რომელშიც 8 წელი იყო და გუნდი, რომელიც ბოლომდე გადაეფარა მას, ამდენი მძიმე დანაშაულების თუ შეცდომების შემდეგ", - ამბობს ღარიბაშვილი ყოფილ პრემიერზე.