მე ვარ თქვენთან ერთად, თქვენ ხართ ჩემს გულში - პრეზიდენტი ხალხს

14.12.24 19:18
მე ვარ თქვენთან ერთად, თქვენ ხართ ჩემს გულში - პრეზიდენტი ხალხს

მე ვარ თქვენთან ერთად, თქვენ ხართ ჩემს გულში - ამ სიტყვებით მიმართა რუსთაველზე შეკრებილ ხალხის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. 

ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ არავითარ პროვოკაციას არ დაუშვებს.

"გადაიდო ამ საღამოს ნაძვის ხის ანთება. მგონი, ბარბარობაზე ჩვენთან მოდიან. მინდა გისურვოთ მშვიდობიანი საღამო, არ იყოს აქ არანაირი პროვოკაცია. ნაძვის ხის ანთება ამ საღამოს აღარ იქნება. თქვენ ყველანი ერთად იყავით მშვიდობიანად, იყავით კარგად. მე ვარ თქვენთან ერთად, რადგან აქ არცერთ პროვოკაციას არ დავუშვებ. მე ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემს გულში" -  ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები