გლდანის ციხეში დღეს პატიმრებს ჟოლო მოჰყავთ - პრემიერი
გლდანის ციხეში დღეს პატიმრებს ჟოლო მოჰყავთ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხონში, ხონის მერობის კანდიდატის, ლადო ჯურხაძის წარდგენისას თქვა და საპატიმროებში არსებულ პირობებზე ისაუბრა.
გლდანის ციხეში, რომელიც სავსე იყო ჯალათებით და ხდებოდა ადამიანების წამება და გაუპატიურება, დღეს პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო, ციხის ტერიტორიაზე, მცირე მეწარმეობა მოვაწყობინეთ, დავეხმარეთ და ასე ვუწყობთ ხელს მათ რესოციალიზაციას. ეს არის ჩვენი ხელწერა, ამით განსხვავდება ქართული ოცნება ნაცმოძრაობისგან და სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმისგან. ამიტომაც, ჩვენ ყველამ მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" ძლიერად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში", - თქვა ღარიბაშვილმა.