ესტონეთის შემდეგ იქნება ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული სანქციებიც - დეკანოიძე

15.12.24 15:27
ესტონეთის შემდეგ იქნება ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული სანქციებიც - დეკანოიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე ფიქრობს, ესტონეთის შემდეგ "ოცნებას" სანქციებს  ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც დაუწესებენ. პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებას ტყუილად აქვს იმედი, რომ მათ დახმარებას უნგრეთი და სლოვაკეთი შეძლებს. 

გაგრძელება ამ სანქციების და დასანქცირებული ხელისუფლების წარმომადგენლების იქნება ზუსტად სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული სანქციები, სავიზო შეზღუდვები არა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტებზე და ერთიანი ევროკავშირის სანქციები. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ტყუილად აქვს იმედი „ქართულ ოცნებას“ უნგრეთის და სლოვაკეთის, იმიტომ, რომ უნგრეთს თავისი პრაგმატული ხედვა აქვს მათ შორის ევროკავშირთან მიმართებაში, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

სანქცირებულია ირაკლი კობახიძე. იერიში რეჟიმის პრემიერ-მინისტრზე ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ მიიტანა. ესტონეთმა კობახიძესთან ერთად სანქციები ქართველი ხალხის დარბევასა და წამება პასუხისმგებელ კიდევ 13 პირს დაადო. ამის შეასხებ მარგუს ცაჰკნამ სოციალურ ქსელში დაწერა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ევროკავსირის წევრ ქვეყნებს მოქმედებისკენ მოუწოდა.   

მსგავსი სიახლეები