"რეპრესიები და პოლიციური ტერორი" - "Amnesty International"-ის უმწვავესი ანგარიში თბილისის მოვლენებზე
"შოკისმომგვრელი" - ამ ერთი სიტყვით აღწერს Amnesty International-ი პოლიციით გადავსებულ თბილისის ქუჩებში გამეფებულ უსამართლობას. ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციაამ ნოემბრის სისხლიან ღამეებზე პასუხიმგებლობა "ქართულ ოცნებას" დააკისრა. ახლა ორგანიზაციას სრულად აქვს ინფორმაცია, რა მეთოდებბით არბევს და აწამებს ოლიგარქის ომონი მშვიდობიან დემონსტრანტებს.
დათო გოგილაშვილის ისტორია უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო. Amnesty International-ი საკუთარ ანგარიშში წერს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მხოლოდ იმის გამო დააკავეს და ცემეს, რომ მაღაზიაში პური იყიდა და სახლში ბრუნდებოდა. გოგილაშვილი ოლიგარქის ომონმა შავ კორიდორში გაატარაა და მასზე ნიღბიანებმა წიხლებით იძალადეს, თუმცა ძალადობიდან ამ დრომდე ნაცემი მოქალაქისთვის დაზხარალებულის სტატუსიც კი არ მიუნიჭებიათ.
ყველა ნიღბიანი მოძალადე ისევ თავისუფალია. Amnesty International-ის მკვლევარებს რჩებათ განცდა, რომ ნიღბებს და ფარებს ამოფარებულ ომონის წევრებს ხელშეუხებლობის გარანტიებს არაღიარებული ხელისუფლება აძლევს, მწვანე შუქსს უნთებენ სასტიკ ძალადობაზე და იციან, რომ არცერთი მათგანი არ დაისჯება.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძოის რეპორტაჟში.