პრემიერი, მინისტრები და მოსამართლეები - ესტონეთმა და ლიეტუვამ "ოცნების" წინააღმდეგ სანქციები დააწესა

15.12.24 20:56
პრემიერი, მინისტრები და მოსამართლეები - ესტონეთმა და ლიეტუვამ "ოცნების" წინააღმდეგ სანქციები დააწესა

 

პირველად საქართველოს ისტორიაში ქვეყანას მართავს კაცი, რომელიც ევროკავშირმა დაასანქცირა. ირაკლი კობახიძეს დღეს დილით საზღვრები ჩააუკეტა ესტონეთმა და სანქციები დომინოს პრინციპით გავრცელდა. ამ დროისთვის დემონსტრანტების დარბევის, მოქალაქეების წამების და ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო სანქცირებულია ბიძინა ივნაიშვილის პრემიერ მინისტრი. ესტონეთმა კობახიძესთან ერთად დაასანქცირა დამატებით 14 მაღლჩინოსანი, ლიეტუვამ კი 17.

ხვალ ევროკავშის საგარეო საქმეთა მინსიტრები იკრიბებიან. დღის წესრიგშია საქართველოს საკითხი. ესტონეთმა და ლიეტუვამ ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ირაკლი კობახიძე და მისი გუნდის ათობით წევრი დაესანქცირებინათ. ახლა მთავარი კითხვაა, ევროკავშირის ქვეყნებიდან, კიდევ რამდენი სახელმწიფო შეუერთდება სანქციებს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

ევროკავშირი მსჯელობს, როგორ უპასუხოს ივანიშვილის რეჟიმს ქართველი ხალხის წამების დარბევის და ჟურნალსიტებზე თავდასხმის და არჩევნების გაყალბების გამო. საერთო სანქციების დაწესებას უნგრეთი ბლოკავს, ამიტომ ლიეტუვას და ესტონეთის მსგავსად, ევროკავშრიის სხვა სახელმწიფოებიც დამოუკიდებლად დააწესებენ სანქციებს. "ქართულ ოცნებაში" ცდილობენ, რომ ეს დიდი პოლიტიკური სირცხვილი და ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაცია არ შეიმჩნიონ.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები