კარგად მოიქეცი, თორემ ამ მიკროფონს დაკარგავ - წულუკიანი ჟურნალისტს

04.09.21 19:22
კარგად მოიქეცი, თორემ ამ მიკროფონს დაკარგავ - წულუკიანი ჟურნალისტს

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი  ჟურნალისტს მიკროფონის წართმევით დაემუქრა.

"კარგად მოიქეცი, თორემ ამ მიკროფონს დაკარგავ", - მიმართა  მინისტრმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს. 

შეგახსენებთ, თეა წულუკიანმა ერთხელ უკვე წაართვა ჟურნალისტს მიკროფონი. შემთხვევა 21 ივლისს სენაკში მოხდა. წულუკიანმა ემა გოგოხიას მიკროფონი შეკითხვის დასმის დროს წაართვა და აღარ დაუბრუნა.

 

მსგავსი სიახლეები