ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

16.12.24 10:12
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.

ოფიციალური ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში დღეს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი უხელმძღვანელებს.

საგარეო საქმეთა საბჭო გაცვლის მოსაზრებებს საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, შეხვედრის დღის წესრიგი ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის განხილვას მოიცავს.

 

მსგავსი სიახლეები