ძმები ჩხენკელებისთვის ნაჩუქარი მილიონები - ვის აჩუქა ღარიბაშვილმა ხალხის ქონება?
ღარიბაშვილის მარჯვენა ხელი რომან ჩხენკელი, ათობით მილიონი დოლარის ბიზნესს ფლობს. შაბათის ეთერმა სკანდალური დოკუმენტები მოიპოვა, რომლითაც დასტურდება, რომ 11 177 კვ.მ-ის ტერიტორია ლაგოდეხში სახელმწიფომ ირაკლი ღარიბაშვილის მარჯვენა ხელს პოსტიდან წასვლის შემდეგ წელიწადში 480 ლარად მისცა. დგინდება,რომ ჩხენკელი ამ ტერიტორიაზე მოსავლის მოსაყვანად თვეში მხოლოდ 40 ლარს იხდის.
შეკითხვების დასმის შემდეგ რომან ჩხენკელი საგამოძიებო სიუჟეტის ავტორს, მაკა ანდრონიკაშვილს დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.