საქართველოს მთავრობამ უნდა გაიგოს, რომ მათ ქმედებებს შედეგი მოჰყვება - ცაჰკნა

16.12.24 13:26
საქართველოს მთავრობამ უნდა გაიგოს, რომ მათ ქმედებებს შედეგი მოჰყვება - ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ მოატყუა საკუთარი ხალხიც და ევროპელი პარტნიორებიც. ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, მნიშნელოვანია, ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ევროკავშირი მათ გვერდითაა, ხოლო "ოცნებამ" გაიგოს, რომ მათ ანტიდემოკრატიულ ქმედებებს შედეგები მოჰყვება.

ცაჰკნა იმედოვნებს, რომ გაერთიანება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო შეზღუდვებზე შეთანხმდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ "ოცნება" ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას განაგრძობს, დღის წესრიგში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხიც დადგება. 

ესტონეთმა დამატევიბ მაღალი თანამდებობის მქონე 14 პირი ჩასვა სანქციების სიაში. მათ შორის, პრემიერ-მინისტრი. იმედი მაქვს, რომ დღეს იმ დონემდეე მივაღწევთ, რომ სანქციებს დავუწესებთ დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს. დისკუსია შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელდეს, რადგან ის რაც საქართველოში ხდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ  არ არის დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი. ძალადობა ადამიანის უფლებების წინააღმდეგ, კრიმინალური ქმედებები. როგორც ადრე ვთქვი, მე არ ვცნობ არჩევნების შედეგებს, რადგან არჩევნები არ იყო გამჭვირვალე,  ატიოსანი  და დემოკრატიული, ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ამაზე ვმსჯელობთ. ასევე, ჩვენს გავქვს სია სხვადასხვა მექანიზმებისა, რომელიც ევროკაშირს შეუძლია სამომავლოდ გამოიყენოს. თუ საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები არ შეცვლიან კურსს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მაშინ არსებობს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობა სამომავლოდ. ქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ მათთან ვართ, მაგრამ საქართველოს მთავრობამ უნდა გაიგოს,რომ მათ ქმედებებს შედეგები მოქჰყვება. ჩვენ შეთანხმება დავდეთ საქრათველოს მთავრობასთან, ჩვენი მხრიდან შევასრულეთ ყველაფერი, მაგრამ მთავრობამ მოატყუა საკუთარი ხალხიც და ჩვენც. სანქციები შესაძლოა, ყველაზე პრაქტიკული მექანიზმი არაა, მაგრამ ეს არის მესიჯი ქართველი ხალხისთვის, როლმ მათ გვერდით ვართ, - განაცხადა ცაჰკნამ. 

მსგავსი სიახლეები