დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის მოგზაურობის აკრძალვის შესახებ ვიმსჯელებთ - ბრაჟე

16.12.24 13:32
დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის მოგზაურობის აკრძალვის შესახებ ვიმსჯელებთ - ბრაჟე

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე იმედოვნებს, რომ ევროკავშირი შეთანხმდება, "ოცნების" მაღალჩინოსნებს დიპლომატიური პასპორტებით მოგზაურობის უფლება შეუჩეროს. ევროპელი მაღალჩინოსანი პირდაპირ ამბობს, რომ ქართველი ხალხი ევროპული მომავლის დასაცავად მტკიცედ დგას, რასაც "ოცნების" მთავრობა ეწინააღმდეგება, ამიტომ მათ წინააღმდეგ შეზღუდვებზე ევროკავშირი იმსჯელებს. 

თქვენ ნახეთ, რომ ქართველი ხალხი მტკიცედ დგას ევროპული მომავლის დასაცავად, რასაც ვერ ვიტყვით მთავრობის მარალჩინოსნებზე, ამიტომ მათ შორის დიდი წყალგამყოფია. პლუს, ჩვენ ვნახეთ ადიმიანის ფუნდამენტური უფლებების მასიური დარღვევა, რასაც ჩვენ ყველამ მოვაწერეთ ხელი. გამოხატვის თავისუფლება და ა.შ რამდენიმე ქართველი ოფიციალური პირი ეროვნული სანქციების სიაში ჩავსვი. მათ ლატვიაში არ მიესალმებიან. ასე რომ, ჩვენ ვიმსჯელებთ, ევროკაშირის დონეზე გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ჩვენ ვიმედოვნებთ დიპლომატიური პასპორტი მქონე პირებისთვის მოგზაურობის აკრძალვის ან სხვა გადაწყვეტილებას, - განაცხადა ბრაჟემ. 

მსგავსი სიახლეები