ოპოზიცია საგანგებო შეხვედრას მართავს - პოლიტიკური ლიდერები კრიზისის შესახებ მსჯელობენ

16.12.24 13:32
ოპოზიცია საგანგებო შეხვედრას მართავს - პოლიტიკური ლიდერები კრიზისის შესახებ მსჯელობენ

საგანგებო შეხვედრა ოპოზიციაში - პოლიტიკური ლიდერები საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტებს ხვდებიან.

საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და ის სანქციები იქნება, რომელიც ხელისუფლების, თითქმის, ყველა რგოლს შეეხო.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სანქციები, პოლიტიკოსებთან ერთად, მოსამართლეებს, პროკურორებს, პოლიციის მაღალჩინოსნებსაც შეეხოთ.

მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პირებთან ერთად სანქციები შეეხოს მოსამართლეებს, პროკურორებს, პოლიციის მაღალჩინოსნებს. იმ ადმაინებს, რომლებიც ამ რეპრესიული სისტემის მთავარ იარაღად და ინსტრუმენტად არიან ქცეულნი. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, სახელმწიფო სამსახურში მყოფმა ადამიანებმა იცოდნენ, რომ ასეთი მორჩილება უკანონო ბრძანებების მსახურება ადამიანების წამებას და რესპრესიული სისტემის გაძლიერებას. იმის მიუხედავად, რა ღონისძიებები გატარდება პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, ისინი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. შესაბამისად, ამგვარი სიის გაჩენა, მხოლოდ მისასალმებელია“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, 14 პირს ესტონეთმა სანქციები დაუწესა. საუბარია "ქართული ოცნების" ლიდერებსა და მოსამართლეებზე.

სიაში არიან: 

  • კობა ჩაგუნავა, მოსამართლე;
  • გიორგი გაბიტაშვილი, პროკურორი;
  • ნინო ენუქიძე, მოსამართლე;
  • კახა კალაძე, თბილისის მერი;
  • კოკა კაციტაძე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი;
  • ირაკლი კობახიძე, არალეგიტიმური პრემიერმინიტრი;
  • გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;
  • მამუკა მდინარაძე, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი;
  • ლელა მილდენბერგი, მოსამართლე;
  • დიმიტრი სამხარაძე, არალეგიტიმური პარლამენტის წევრი;
  • ლელა ცაგარეიშვილი, მოსამართლე;
  • მანუჩარ ცაცუა, მოსამართლე;
  • ზვიად ცეკვავა, მოსამართლე;
  • თეა წულუკიანი, არალეგიტიმური პარლამენტის წევრი

 

 

მსგავსი სიახლეები