წამების გამოუძიებლობა არის დანაშაული, რომელზე პასუხისმგებლობასაც "ოცნება" ვერ გაექცევა - ლომჯარია
წამების გამოუძიებლობა და ხელის დაფარება არის ის დანაშაული, რომელზე პასუხისმგებლობასაც „ქართული ოცნება“ ვერ გაექცევა, - ასე ეხმიანება ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის ესტონეთის და ლიეტუვას მიერ დაწესებულ სანქციებს. მისი თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრებათ ივანიშვილის მოსამართლეებსაც, რომლებიც უდანაშაულო მომიტინგეებს პატუმრობაში მტკიცებულეებების გარეშე უშვებდნენ.
წამება და წამების გამოუძიებლობა და ხელის დაფარება არის ის დანაშაული, რომელზე პასუხისმგებლობასაც „ქართული ოცნება“ ვერ გაექცევა. ეს არის დანაშაული, რომელზეც აუცილებლად ექნება ყველა დემოკრატიულ ქვეყანას რეაგირება და ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან პირველები სწორედ იმის გამო, რომ ნაწამებ მოქალაქეებს შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე ეს მოსამართლეები უშვებდნენ პატიმრობაში და აჯარიმებდნენ, სწორედ ამიტომ გამოსცა მათზე სანქცია. უკვე არაერთი მოსამართლეა დასანქცირებული. ეს უკვე უჩვენებს თუ როგორი წარმოდგენა აქვს დასავლურ საზოგადოებას ქართულ მართლმსაჯულებაზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, - ამბობს ლომჯარია.