ქართველი ხალხი არ იმსახურებს ხელისუფლებას, რომელიც სანქცირებულია მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან - ჯაფარიძე
ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც სრულად იზოლირებულია, ეს არის კეთროვანი ხელისუფლება, რომელთანაც ურთიერთობაში ცივილიზებული სამყარო არ შედის და სანქციებსაც უწესებს“, - ასე შეაფასა კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ესტონეთის მიერ დაწესებული სანციები.
ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ “ქართველი ხალხი არ იმსახურებს ხელისუფლებას, რომელიც სანქცირებულია მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან.“
ქართველი ხალხი არ იმსახურებს ასეთ ხელისუფლებას, რომელიც სანქცირებულია, ქართველი ხალხის მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან. დამსახურებულად სანქცირებულია მათი ნაბიჯები, განცხადებების, ანტიეროვნული ნაბიჯების გამო. ვფიქრობ, ეს გაგრძელდება, რადგან ეს არ არის ის სანქციები, რომლითაც შეჩერდება ამ ხალხის მიმართ დასავლეთის რეაგირება, ამიტომ გამოსავალი არის ახალი არჩევნები, მხოლოდ ამით მოვახერხებთ, რომ ქვეყანამ თავიდან აიცილოს შემდგომი იზოლირება, რაც ნიშანავს, რომ ჩვენი სახელმწიფო პირისპირ დარჩება რუსეთის სახელმწიფოსთან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარძიემ.
ამ წუთებში საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს ოპოზიციაში - პოლიტიკური ლიდერები საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტებს ხვდებიან.
საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და ის სანქციები იქნება, რომელიც ხელისუფლების, თითქმის, ყველა რგოლს შეეხო.
შეგახსენებთ, რომ 14 პირს ესტონეთმა სანქციები დაუწესა. საუბარია "ქართული ოცნების" ლიდერებსა და მოსამართლეებზე.
სიაში არიან:
- კობა ჩაგუნავა, მოსამართლე;
- გიორგი გაბიტაშვილი, პროკურორი;
- ნინო ენუქიძე, მოსამართლე;
- კახა კალაძე, თბილისის მერი;
- კოკა კაციტაძე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი;
- ირაკლი კობახიძე, არალეგიტიმური პრემიერმინიტრი;
- გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;
- მამუკა მდინარაძე, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი;
- ლელა მილდენბერგი, მოსამართლე;
- დიმიტრი სამხარაძე, არალეგიტიმური პარლამენტის წევრი;
- ლელა ცაგარეიშვილი, მოსამართლე;
- მანუჩარ ცაცუა, მოსამართლე;
- ზვიად ცეკვავა, მოსამართლე;
- თეა წულუკიანი, არალეგიტიმური პარლამენტის წევრი