ხალხის ქონება 1 ლარად - მთელი მთავრობა ბიძინა ივანიშვილის მეგობრის სამსახურში
ხალხის ქონება 1 ლარად - ბიძინა ივანიშვილის მეგობარს და ბიზნესპარტნიორს ვანო ჩხარტიშვილს, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირველი პირები სასათბურე პირობებში ამყოფებენ და მიწებს მიზერულ თანხებად გადასცემენ.
პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხის კუთვნილი 35 ათასი კვადრატული მიწა, თავისი 6 შენობით, ვანო ჩხარტიშვილს სიმბოლურ ფასად, დიდი ალბათობით, ივანიშივლის ფაქტორის გამო გადასცა.
მაგალითად, პანორამული ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონზე ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხარტიშვილს სულ რაღაც ერთ ლარად გადასცა.
2014 წლის 4 აპრილის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით, 35 000 კვადრატული მეტრი მიწა და 6 შენობა "სომგო კომპანიას" ერთ ლარად გადაეცა. აღნიშნული კომპანია სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებულ "სონატა ალიანსს" ეკუთვნის. მისი დირექტორი ლევან სკამოჩაიშვილია, ის ვანო ჩხარტიშვილის სხვა ბიზნესებსაც მართავს.
სიღნაღის მთაზე, ფეშენებელურ სასტუმროში შაბათის ეთერის ინფორმაციით საკუთარი რეზიდენცია ექნება ბიძინა ივანიშვილს, ხედით სიღნაღსა და ალანზის ველზე. ვანო ჩხარტიშვილის პარტნიორი სიღნაღში ახალი ფეშენებელური სასტუმროს მშენებლობის საქმეში ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდია.
სიღნაღის მთაზე უნივერსიტეტის ტერიტორია ჩხარტიშვილმა საჩუქრად იმ პირობით მიიღო, რომ 2017 წლის 4 აპრილს აქ 50 ნომრიანი სასტუმრო უნდა ყოფილიყო, სადაც 30 სიღნაღელი დასაქმდებოდა, თუმცა მშენებლობა ისევ დაუსრულებელია.
ამასთან, "შაბათის ეთერმა" მოიპოვა საქართველოს პრემიერ მინისტრების გამოცემული ბრძანებები, რომლითაც დგინდება, რომ ჩხარტიშვილისთვის სახელმწიფო ქონების შესანარჩუნებლად მთელი სახელმწიფო მანქანა ამუშავდა.
2016 წლის 27 მაისს უკვე პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განკარგულება გამოსცა და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის კომპანიას ყველა ჯარიმა ჩამოაწერა.
"შაბათის ეთერის" მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ პრემიერ მინისტრები გამოსცემენ ბრძანებებს და შეუსრულებელი ვალდებულების გამო ტერიტორიას სახელმწიფოს კი არ უბრუნებენ, უბრალოდ მშენებლობის დასრულების ვადას უხანგძლივებენ.
"ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს ისიც, რომ მას შემდეგ რაც ჩხარტიშვილმა და ივანიშვილმა სასტუმროს ასაშენებლად და ტერიტორიის მოსაწყობად ვერც 5 წლიანი პერიოდი იკმარეს მთავრობამ კიდევ ერთი განკარგულება გამოსცა და საინვესტივიო ვალდებულებები შესრულების ვადა კიდევ ერთი წლით გაახაგრძლივა. ამავე დოკუმენტით დგინდება, რომ ერთ ლარად ხელში ჩაგდებული ტერიტორია ივანიშვილის და ჩხარტიშვილის კომპანიას არ ეყოთ, ამიტომ დამატებით სახელმწიფომ მათ 23 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია 12 ლარად მიჰყიდა.