კობახიძე ლიეტუვის და ესტონეთის მიერ დაწესებულ სანქციებს "მარტივ პროვოკაციას" უწოდებს
ესტონეთის და ლიეტუვის ქვეყნების მიერ "ოცნების" მაღალჩინოსნების დასანქცირებას ირაკლი კობახიძე "სამწუხარო პროვოკაციას" უწოდებს. "ოცნების" პრემიერი ამტკიცებს, რომ აღნიშნული ქვეყნები გარე დაკვეთით მოქმედებენ და საკუთარი ხალხის ინტერესებს ყურად არ იღებენ.
ეს იყო მარტივი პროვოკაცია, რომელიც შესრულდა ორი ბალტიისპირული ქვეყნის ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა. თქვენ იცით, რომ ქართველ ხალხს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება როგორც ლიტველი, ასევე ესტონელი ხალხის მიმართ და ამ ფონზე განსაკუთრებით სამწუხაროა ის, რომ სწორედ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლების ხელით ეწყობა ასეთი პროვოკაციები. რა თქმა უნდა, ჩვენ პროვოკაციებს არ ავყვებით და გვექნება პრაგმატული რეაქცია ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან სამწუხარო. ზოგადად, მიუღებელია ის, რომ ეს ორი სახელმწიფო მოქმედებს არა საკუთარი ხალხების ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე დაკვეთით, - ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ ესტონეთმა "ოცნების" მაღალჩინოსნები დაასანქცირა. საუბარია 14 პირზე, რომელთა შორის ირაკლი კობახიძეცაა.
ესთონეთის შემდეგ ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები უკვე ლიეტუვამაც დააწესა. ამ შემთხვევაში, საუბარია 20 პირზე, რომელთა შორის ასევე კობახიძე, "ოცნების" მაღალჩინოსნები და ის მოსამართლეები არიან, რომლებმაც ნაწამები აქტივისტები უკანონო პატიმრობაში გაუშვეს.