კალაძე ესტონეთის და ლიეტუვის მიერ დაწესებულ სანქციებს "შანტაჟს" უწოდებს
"ოცნების" გენარალური მდივანი ამტკიცებს, რომ დასავლეთი მათ აშანტაჟებს. საუბარია ესტონეთის და ლიეტუვას მიერ დაწესებულ სანქციებზე. კახა კალაძე ირწმუნება, რომ პარტნიორებმა ისინი მხოლოდ იმის გამო დასაჯა, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავენ. დედაქალაქის მერი დღეს სევ ამტკიცებდა, რომ ევროპელ პარტნიორებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ.
წარმოუდგენელი განცხადებები მოვისმინეთ ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში სანქციებთან დაკავშირებით და ზოგადად, ის რიტორიკა, რასაც ვისმენთ ბოლო წლებია, ბოლო თვეებია, წარმოუდგენელია. გვაშანტაჟებენ რის გამო? რომ ვიცავთ ჩენს ქვეყანას, ვიცავთ ამ ქვეყნის ინტერეს. გვაშანტაჟებენ იმის გამო, რომ არ მივეცით არავის იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში გახნისლიყო მეორე ფრონტი და ჩვენი ხალხისთვის მოგვეტანა ის უბედურება, რაც დღეს უკრაინაში ხდება. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სანამ ვართ პოლიტიკაში და ვართ ხალხის სამსახურში და გვირჩევს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და გვქვია ქვეყნის ხელისუფლება, არავის მიცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ხალხი გამოიყენოს თავისი მიზნებისთვის. ცხადია, სამწუხაროა, ამ ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ და როდესაც საუბარია სანქციებზე, უნდა იყოს განმარტება, რის გამო? ძალიან გაბრაზებული და გაღიზიანებუალი ის გარე ძალები, რომლებიც დამარცხდნენ საქართველოში, - ამბობს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ ესტონეთმა "ოცნების" მაღალჩინოსნები დაასანქცირა. საუბარია 14 პირზე, რომელთა შორის ირაკლი კობახიძეცაა.
ესთონეთის შემდეგ ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები უკვე ლიეტუვამაც დააწესა. ამ შემთხვევაში, საუბარია 20 პირზე, რომელთა შორის ასევე კობახიძე, "ოცნების" მაღალჩინოსნები და ის მოსამართლეები არიან, რომლებმაც ნაწამები აქტივისტები უკანონო პატიმრობაში გაუშვეს.